უკან

ტატუკა ჯაფარიძე | რჩევები ინტერიერის გამწვანებაზე

13.05.2020

„მცენარე ცოცხალი ორგანიზმია. თუ სახლში მოიყვანთ, უნდა ისწავლოთ მასთან ურთიერთობა - მოიწონეთ, შეიყვარეთ და იზრუნეთ.“


ტატუკა ჯაფარიძე | ლანდშაფტის დიზაინერი, კომპანია „ლალაჟი“

რომელი ინტერიერის მცენარის გარეშე ვერ წარმოგიდგენიათ თქვენი სახლი და რატომ?

მცენარეებით სავსე სახლში გავიზარდე და ახლაც ამ სახლში ვცხოვრობ, ამიტომ განახლებისას, ყოველთვის, იმ სახეობებს ვამატებ, რაც ჯერ კიდევ ჩემამდე გაჩნდა ამ ინტერიერში - Spathyphillum, Ficus Elastica, Chamaedoerea Elegans, Diffenbachia, Clivia Miniata, Adianthum... გამიმართლა, რომ მცენარეების მოყვარულმა წინაპრებმა, თავის დროზე, სწორი არჩევანი გააკეთეს როგორც ბოტანიკური, ისე კომპოზიციური თვალსაზრისით. 

რა უნდა ვიცოდეთ ინტერიერის მცენარეების მოვლაზე - 5 ოქროს წესი?

მცენარეები, რომლებსაც ჩვენ ინტერიერისას ვეძახით, ძირითადად, ტროპიკების ენდემებია... მათთვის სწორი პირობების შექმნაა საჭირო.  განათება, დრენაჟი და მორწყვა ერთმანეთთან პირდაპირ კავშირშია.


1. განათება - მთავარია, მცენარეს ინტერიერში სწორი ადგილი მიუჩინოთ. 


2. დრენაჟი - ტროპიკების ენდემებს როგორც წესი, პატარა ფესვები აქვთ და მათი ნიადაგი, მეტწილად, ქვიშისგან და ადგილობრივი ნეშომპალისგან შედგება. ეს ნიშნავს, რომ ფესვები ძალიან მსუბუქ ნიადაგშია მოქცეული, სადაც წყალი არ ჩერდება თუმცა, სიგრილეს და ნესტს ყოველთვის ინარჩუნებს.


3. მორწყვა - ბევრი წყალი, ისევე როგორც მისი ნაკლებობა საზიანოა მცენარეებისთვის. აკონტროლეთ წყლის რაოდენობა, ზედმეტი წყალი ასეთ მცენარეებთან ხშირად უფრო დიდი პრობლემაა, ვიდრე გადაშრობა.


4. დანამვა - გახსოვდეთ, რომ ტროპიკული კლიმატი, ნესტიანი კლიმატია და მცენარეებიც, დიდ წილად, ფოთლებიდან მიღებული სინესტით იკვებებიან. შეეცადეთ, მცენარე ბევრად ხშირად დანამოთ, ვიდრე მორწყათ. 
 5. დაავადებები - ყურადღებით იყავით დაავადებების მიმართ. ხშირად შეუმოწმეთ ღეროები და ფოთლები თქვენს მცენარეს. 

მოყვარულის მიერ გამწვანებულ ინტერიერში, ყოველთვის, პოზიტიური აურაა. ზუსტად ისეთი, როგორიც ახასიათებს ყველაფერს, რაც სიყვარულითაა გაჯერებული.

დაგვიკავშირდით

სახელი
ტელეფონის ნომერი
E-mail*
შეტყობინება