უკან

ქალაქის შუაგული-დან

01.01.2020

დილას იღვიძებ, სწრაფად წესრიგდები, თან ფინჯან ყავას სვამ, ტაქსის იძახებ, და 5 წუთში უკვე სამსახურში ხარ. ალბათ სულ ნახევარი საათის საქმეა, სამსახურთან, მარკეტთან, რესტორანთან ახლოს ცხოვრობ - თითქოს სამყარო თუ არა, ქალაქი მაინც შენს ირგვლივ ტრიალებს და შენთვისაა შექმნილი.

ეს ურბანული ცხოვრების კლასიკური მოდელია, რომელიც ჯერ კიდევ მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეში დაწყებული პროცესის შედეგია: ქალაქი - როგორც დასახლების მთავარი ზონა, სადაც ერთი შეხედვით ცხოვრება ბევრად უფრო მარტივია.

მსოფლიოში დიდი ქალაქების უმრავლესობის მოსახლეობის სიმჭიდროვემ უკვე პიკს მიაღწია. გამრავლდა მეზობელი სახლები და კორპუსები ქალაქის ცენტრში, გაიზარდა ავტომანქანების რიცხვიც, გაივსო საზოგადოებრივი ტრანსპორტი. თუ ერთ დროს ქალაქის შუაგულში ცხოვრება ყველაზე კომფორტული იყო, დროთა განმავლობაში ამ კომფორტის მიმართ ადამიანების სწრაფვამ დისკომფორტებიც შექმნა.

თანამედროვე ყოფაში, ქალაქის ცენტრიდან გადანაცვლება და ცოტა უფრო მოშორებით ცხოვრება პოპულარულ ტრენდად იქცა, რასაც, რა თქმა უნდა, თავისი ლოგიკური საფუძველი აქვს.



1. სუფთა ჰაერი - ბევრი მშენებლობა და მანქანა ქალაქის ცენტრში მნიშვნელოვნად ცვლის ჰაერის სისუფთავის მაჩვენებელს. ჟანგბადის მონიტორინგის აღრიცხვის სისტემებს თუ გადავხედავთ, ცხადი გახდება თუ რამდენად დიდი სხვაობაა ხოლმე ცენტრსა და თუნდაც ცენტრიდან არც ისე შორ, თუმცა ნაკლებად დასახლებულ და შემაღლებულ ადგილს შორის. დაბინძურებული ჰაერის პრობლემა განსაკურთებით ბავშვებს ეხებათ, რადგან ტყვია ქვემოთ, 1 მეტრის სიმაღლეზე ყველაზე დიდი დოზით ილექება. აქედან გამომდინარე, მშობლები უფრო და უფრო მეტად ცდილობენ, მათმა შვილებმა რაც შეიძლება ცოტა დრო გაატარონ ქალაქის ყველაზე მჭიდრო დასახლებებში.



2. დრო - შეიძლება გასაკვირია, მაგრამ დროის დაზოგვის ცნება უფრო და უფრო ნაკლებად უკავშირდება ცენტრში ცხოვრებას, ცენტრში სადაც პიკის საათებში სახლში დაბრუნება ისეთივე ხანგრძლივი შეიძლება გახდეს, როგორც მოშორებით, თუმცა თავისუფალი გზით გამგზავრება. ამ პრობლემის ნაწილია პარკინგიც, რომელიც ხშირად საკუთარ სახლთანაც რთულად მოიძებნება და თავისუფალი საპარკინგე ადგილის პოვნას, შესაძლოა იმდენი დრო დასჭირდეს, რამდენიც თვითონ მგზავრობას.

3. დილის ადამიანი - ადამიანები რომლებსაც ბევრი საქმე აქვთ და თან საკუთარ თავზე ზრუნავენ, უფრო და უფრო დიდ დროს ატარებენ ფხიზლად, განსაკუთრებით კი დილის საათებში. ხანგრძლივი დილა, როგორც დღის განსაკუთრებული და ყველაზე მნიშვნელოვანი მონაკვეთი, ევროპული ტრადიციის ნაწილია. ჩვენშიც გარიჟრაჟზე სიფხიზლე თანდათან მკვიდრდება სასიამოვნო პროცედურად. ასეთ დროს კი სუფთა ჰაერის ჩასუნთქვას, ვარჯიშს, სირბილს, გასეირნებას ან სიმშვიდეს არაფერი ჯობია. ქალაქის შუაგულისგან მოშორებით მცხოვრებ ხალხს ეს კომფორტი აქვთ - დინჯი, რიტუალური დილა, რომელიც თავის თავს ეკუთვნის და არა შფოთს, რომელიც ხშირად დღეს მოჰყვება ხოლმე.

ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ მსოფლიო ტენდენციად იქცა ქალაქის შუაგულიდან გადანაცვლება. ცენტრში კი უფრო და უფრო იზრდება სამსახურების, კაფეების, ბარების, რესტორნების რიცხვი, სადაც ხალხმრავლობა და ხმაური ჩვეული და სასურველი ამბავიცაა. სახლი კი სიმშვიდესთან ასოცირდება და საკუთარ თავსაც იქ ეძებს სადაც სიმყუდროვეა.

თბილისი, რეურბანიზაციის მაგალითების არც თუ ისე მოწინავე რიგებშია, თუმცა ტენდენცია მაინც შეიმჩნევა. ქალაქები მჭიდროვდება და იზრდება, საცხოვრებლად საუკეთესო ადგილები კი უკვე იქ იძებნება, სადაც  სივრცე, სიმშვიდე და თავისუფლებაა, და რა თქმა უნდა მეზობელი მაინც აუცილებელია - თბილისური ტრადიციის განუყოფელი ნაწილი. 

P.S

არსებობს გამონაკლისები, როცა ასეთი ადგილები ქალაქის ცენტრთან ძალიან ახლოს მოიძებნება. შეგრძნება გაქვს რომ შორს ხარ, მაგრამ სინამდვილეში სულ 5 წუთის გზაზე შეიძლება იპოვო ისეთი ისეთი მშვიდი, ნათელი, ჟანგბადით სავსე და კომფორტული სახლი, როგორზეც ოცნებობ.





დაგვიკავშირდით

სახელი
ტელეფონის ნომერი
E-mail*
შეტყობინება