ნამაი ვაკეს შესახებ

"ნამაი ვაკე" ჩვენთვის სრულიად ახალი თავგადასავალი აღმოჩნდა. მიზნად დავისახეთ, საცხოვრებელი კომპლექსი ტრადიციული და თანამედროვე სტილის გაერთიანებით შეგვექმნა.
სტილი

გამორჩეული
სტილი

პრემიუმ-კლასის აპარტამენტები “ნამაი ვაკე” თბილისში, ზემო ვაკის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ რეკრეაციულ ზონაში მდებარეობს. პროექტის სახელწოდება სიმბოლურია. სიტყვა “ნამაი” ლიეტუვურად სახლს ნიშნავს. ჩვენი მიზანიც ეს იყო - აგვეგო სახლი, სადაც თავს შინ იგრძნობდით.პროექტის შექმნისას პრიორიტეტი ხარისხი, უსაფრთხოება და ფუნქციურობა იყო. “ნამაი ვაკეს” სახით, ლიეტუველ პროფესიონალებს სურდათ ქართული უძრავი ქონების ბაზრისთვის ევროპის მოწინავე ინოვაციები და ტექნოლოგიები გაეზიარებინათ.

ბინები

მოსახერხებელი
ადგილმდებარეობა

“ნამაი ვაკე” არის ადგილი, სადაც ქალაქის ხმაურს ქალაქიდან გაუსვლელად დააღწევთ თავს. სახლში მოხვედრა ჯაფარიძის ან ჟვანიას ქუჩის გავლითაა შესაძლებელი. გზის დასასრულს, მოულოდნელად იცვლება ხედი და ხვდებით “ნამაი ვაკეს” ეგზოტიკურ გარემოში. სახლი ხეობაშია მოქცეული, რაც განსხვავებულ კლიმატს განაპირობებს. მისი ერთი მხარე ხეობას უმზერს, მეორე კი - თბილისს გადმოჰყურებს. 

ავტომობილით რამდენიმე წუთის სავალზეა სკოლები, საბავშვო ბაღები, სამედიცინო და ბიზნეს-ცენტრები…

ბინები
ადგილმდებარეობა
არქიტექტურა

არქიტექტურა

პირველივე შეხედვისთანავე, “ნამაი ვაკე“ მშვიდ და მეგობრულ განწყობას ქმნის.
დაბალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი, სხვადასხვა სიმაღლის კორპუსებით ბუნებრივად უერთდება ხეობას. კორპუსებს შორის დახურული ეზოა მოწყობილი, რომელიც მრავალფეროვანი მცენარეებითაა გამწვანებული.
„ნამაი ვაკეს“ დაგეგმარებისას ვეცადეთ მაქსიმალური კომფორტი შეგვექმნა მაცხოვრებლებისთვის. ფართო ფანჯრებით, გამწვანებული ტერასებითა და აივნებით, სახლში ბუნებასთან სიახლოვის და სიმშვიდის განცდა შევქმენით. ხოლო პენტჰაუსებზე ინდივიდუალური საცურაო აუზები განვათავსეთ.

ბინები

ტერასები და
აივნები

ძველი თბილისელები ხშირად იკრიბებოდნენ აივნებსა და ტერასებზე ოჯახებთან და მეგობრებთან ერთად. საუკუნეების განმავლობაში, თბილისური არქიტექტურის ეს განუყოფელი ნაწილი ლაღი ურთიერთობებისა და სტუმართმოყვარეობის სიმბოლოდ იქცა. ფართო ტერასებითა და აივნებით, “ნამაი ვაკეში” თბილისური კოლორიტის გაცოცხლება გადავწყვიტეთ. სახლის თითოეულ მაცხოვრებელს აქვს ნათელი და მწვანე სივრცე დროის სასიამოვნოდ გასატარებლად. აქ ძველი თბილისური და თანამედროვე ევროპული დიზაინი სახასიათო და გამორჩეულ სტილს ქმნის.

ბინები
აივნები
ცხოვრების

ყველაფერი ჯანსაღი
ცხოვრებისთვის

“ნამაი ვაკეში” ყველაფერია განტვირთვისთვის - მთები, სიმწვანე, სუფთა ჰაერი... შეგიძლიათ, ეზოსა და პარკში სუფთა ჰაერზე ან სახლთან ახლოს, ტყეში ისეირნოთ. არც სავარჯიშოდ დაგჭირდებათ შორს წასვლა. “ნამაი ვაკეს” დახურულ ეზოში, მრავალფუნქციური სპორტდარბაზი მოვაწყვეთ, რომელიც საბავშვო სივრცესაც ითვალისწინებს. აქ ყველაფერია დიდებისთვისაც და პატარებისთვისაც.

ბინები

ხარისხი ჩვენი მთავარი პრიორიტეტია!

ჩვენ გვაქვს ხარისხის მოდელი, რომელიც სამი მთავარი კომპონენტისგან შედგება: პროექტული გადაწყვეტილებები, მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალები და მშენებლობის პროცესის ხარისხი.

ექსტერიერი
გარეთა კედელი პემზის ბლოკი (200 მმ), ახალი თაობის საიზოლაციო მასალა Unilin PIR 80 მმ (ეფექტურობა მსგავსია 150 მმ Rockwoll ქვის ბამბის) ფასადი კლინკერის ფილები, ქვის მასის ფილები, მაღალი ხარისხის სითბური დამუშავების ხე ავტოსადგომი ორდონიანო ავტოსადგომი, ბინის ფასში შედის 1,2 ან 3 ადგილი ავტოსადგომზე და საწყობი სახურავი ბრტყელი, კომბინირებული, წყალგაუმტარი. სახურავი დათბუნებულია Unilin PIR მასალებით, B კლასის შენობების ევროკავშირის ენერგოეფექტურობის მოთხოვნების შესაბამისად ტექნიკური სართული B კორპუსის ტექნიკურ სართულზე არის საქვაბე ოთახი, რომელიც სითბოს აწვდის მთელ კომპლექსს მზის ელექტროსადგური კორპუსის სახურავებზე დამონტაჟებული მზის პანელები გამოიმუშავებენ ელექტროენერგიას კომპლექსში არსებული საერთო სივრცეებისთვის ეზოს განათება LED განათება ტერასების/აივნების განათება კედლის დეკორატიული განათება, ფასადის განათება, LED განათება ეზოს მოპირკეთება ფილებით მოპირკეთებული ბილიკები კომპლექსის ტერიტორიაზე და კომპლექსთან ახლოს მდებარე ქუჩაზე მწვანე ფართები ეზოს გამწვანება, გაზონი, ავტომატური სარწყავი სისტემა მცენარეებისთვის სპორტ დარბაზი კომპლექსურად აღჭურვილი ფუნქციური სავარჯიშო დარბაზი კომპლექსის მაცხოვრებლებისთვის, ბავშვებისთვის სპორტული მინი ზონის ჩათვლით. შემოსასვლელი კარები სადარბაზოს კარები - ლითონის, ალუმინის და ხის კომბინირებული, შესვლის ავტომატური კონტროლის სისტემა. აივნები და ტერასები აივნებისა და ტერასების იატაკები აღჭურვილია ჰიდროიზოლაციით ბუნებრივი, სითბური დამუშავებული ხის საფარით აივნები და ტერასები ლითონის მოაჯირები ხის სახელურებით, LED განათებით აივნები და ტერასები ბეტონის ვაზონები, მასში დარგული დეკორატიული მცენარეებით ფანჯრები მაღალი ხარისხის ალუმინის ფანჯრები Reyners პროფილისგან. ორმაგი მინის ფანჯრები, მზის შუქის კონტროლით (მინა - Saint-Goben/Piklington). საცურაო აუზი ინდივიდუალური საცურაო აუზები განსაკუთრებული ბინებისთვის.
ინტერიერი
ფანჯრები მაღალი ხარისხის ალუმინის ფანჯრები Reyners პროფილისგან. ორმაგი მინის ფანჯრები, მზის შუქის კონტროლით (მინა - Saint-Goben/Piklington). ჭერი ბინებში ჭერის სიმაღლეა 3.20 - 3.65 მ ბინის კარები ერთჯერადი უსაფრთხო, მრავალ ფენით, ხმის საიზოლაციო შემავსებლით, 2 საკეტი, ფართო კუთხის კარების პეფილო. მოპირკეთება - ხის იმიტაცია, კონსოლი ჭერამდე ვენტილაციის სისტემა თითოეული ბინა აღჭურვილია სააბაზანო ოთახების ცალკეული სავენტილაციო სადინრებით, ასევე ცალკე არხი სამზარეულოს გამწოვისთვის იატაკი ბინებში დამონტაჟებულია იატაკქვეშა გათბობა. იატაკი დაფარულია ცემენტის გამასწორებელი ფენით და ხმის იზოლაციით. სველი წერტილები აღჭურვილია ჰიდროიზოლაციით ბინებსშორისი კედლები ბინებს შორის კედლები - 250 მმ - 2 ფენა 100 მმ ბეტონის ბლოკით, მათ შორის ხმის საიზოლაციო მასალა (ფენა 50 მმ). ზედაპირები შელესილია, გამზადებულია შესაღებად. შიდა კედლები და ტიხრები ინტერიერის ტიხრები - 100 მმ-იანი ბეტონის ბლოკი, შელესილი ზედაპირი, გამზადებულია შესაღებად გადახურვები და ჭერი მონოლითური რკინაბეტონის გადახურვა, ჭერი შელესილია, გამზადებულია შესაღებად. გათბობის სისტემა კომპლექსი აღჭურვილია ცენტრალური გაზით გათბობის სისტემით. თითოეულ ბინას აქვს სრულად ფუნქციონალური იატაკის გათბობის სისტემა, რომლის ტემპერატურის მაკონტროლებელიც არის თითოეული ოთახში. გათბობის აღრიცხვა - ინდივიდუალურია თითოეული ბინისთვის. გაგრილების სისტემა ცენტრალური ჰაერის გაგრილების სისტემა ინდივიდუალური აღრიცხვით. მყიდველი მიიღებს სრულფასოვანი ფუნქციონირების გაგრილების სისტემას უმაღლესი კლასის კონდიციონერების შიდა კორპუსებით. საჰაერო გაგრილების სისტემა ინდივიდუალური აღრიცხვით. მყიდველი მიიღებს სრულად ფუნქციონირებულ გაგრილების სისტემას უმაღლესი კლასის კონდიციონერების შიდა ბლოკებით ელექტროქსელები ელექტრო გაყვანილობა პროექტში ინტერიერისთვის გათვალისწინებულია სამუშაო ადგილებამდე. შელესვის ქვეშა სადინარები და როზეტებისა და ამომრთველების სამონტაჟო ყუთები დაბალი დენები ყველა სისტემა დაკავშირებულია წერტილებთან: ტელევიზია, ინტერნეტი, ტელეფონი, ინტერკომი აღჭურვილია სტუმრის დასაკავშირებლად და ტერიტორიის შესასვლელი კარებისა და გარე კარიბჭეების გასახსნელად კლიმატკონტროლი ტემპერატურის კონტროლის სისტემები დამონტაჟებულია თითოეულ ოთახში ელექტროქურები ეკოლოგიური, სწრაფი და ეკონომიური სამზარეულოს ვარიანტი - მაცხოვრებლები საჩუქრად მიიღებენ ელექტრო ინდუქციურ ქურას. აივნები და ტერასები აივნებისა და ტერასების იატაკები აღჭურვილია ჰიდროიზოლაციით და ბუნებრივი, სითბური დამუშავებული ხის საფარით აივნები და ტერასები ლითონის მოაჯირები ხის სახელურებით შიგნით, LED განათებით აივნები და ტერასები ბეტონის ვაზონები მასში დარგული დეკორატიული მცენარეებით გარეთა კედელი პემზის ბლოკი (200 მმ), ახალი თაობის საიზოლაციო მასალა Unilin PIR 80 მმ (ეფექტურობა მსგავსია 150 მმ Rockwoll ქვის ბამბის)

ენერგოეფექტური
სახლი

ნამაი ვაკე ევროპული B კლასის ენერგოეფექტური ნაგებობაა - ეს ნიშნავს, რომ თქვენი სახლი თბილისის საუკეთესო ენერგოეფექტური საცხოვრებელია:

  • თანამედროვე ტექნოლოგიებით აგებული, თერმულად დაცული კედლები/სახურავები - UTHERM Wall PIR L
  • მაღალი ხარისხის ალუმინის ფანჯრები Reynaers პროფილისგან. ორმაგი მინის ფანჯრები, მზისგან დამცავი სისტემით (მინა - Saint-Goben/Piklington).
  • ცენტრალიზებული, იატაკქვეშა გათბობის და გაგრილების სისტემა, ინდივიდუალური რეგულირების სისტემით და მრიცხველით
  • მზის ელექტრო სადგური კომპლექსის საერთო სივრცეებს ელექტროენერგიით მოამარაგებს
ენერგია

განსაკუთრებული ადგილმდებარეობა

ნამაი ვაკე ქალაქის ცენტრში და ამავდროულად ბუნებასთან ახლოს მდებარეობს.

კატეგორიები

დამატებითი უპირატესობები

  • „ნამაი ვაკეს“ ბინის ფასში შედის 1, 2 ან 3 ადგილი ავტოსადგომზე და საწყობი
  • ცალკე ავტოსადგომი მოეწყობა კომპლექსის სტუმრებისთვის
  • სურვილის შემთხვევაში ავტოსადგომზე დამონტაჟდება ინდივიდუალური დამტენები ელექტრო ავტომობილებისთვის
  • კომპლექსი უზრუნველყოფილია დაცვით, დალაგებისა და ტექნიკური მომსახურებით. შიდა გამწვანებაზე პროფესიონალი მებაღეები იზრუნებენ
  • „ნამაი ვაკეს“ მაცხოვრებლებს სახლში დახვდებათ თანამედროვე, ენერგოეფექტური ინდუქციური ელექტრო ქურა სამზარეულოსთვის

ჩვენი პარტნიორები

ჩვენი კომპანიისთვის დიდი პასუხისმგებლობაა ავაშენოთ სახლი თბილისში და თანაც სრულიად ევროპული სტანდარტების დაცვით. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ხარისხია.
სწორედ ამიტომ ვეძებთ სანდო და მაღალი ხარისხის სერვისის მქონე კომპანიებს.

დაგვიკავშირდით

სახელი
ტელეფონის ნომერი
E-mail*
შეტყობინება